adjarabet.com ბევრისთვის მხოლოდ თამაშების ვებგვერდია, სინამდვილეში კი მის სახელს არაერთი სოციალური პროექტი უკავშირდება.
სულ ახლახან „აჭარაბეთმა“ ორი პროექტი - iniciativa.ge და sportmsheni.ge, განახორციელა, რომელთა ვებგვერდებზე ციფრულმა სააგენტო smartweb-მა იმუშავა. პირველი მათგანის მიზანი საზოგადოებისთვის მნიშნელოვან, აქტუალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ საკითხებში წვლილის შეტანაა. მეორე - სპორტმშენი კი სპორტის მოყვარულთათვის უნიკალური ვებგვერდია.
თუ ოდესმე, სპორტის გამოგონების ამბიცია გაგჩენია ან უბრალოდ, იდეა დაგბადებია, დროა, მის დახვეწაზე იფიქრო, აჭარაბეთი კი რეალიზებაში დაგეხმარება. პროექტის დეტალებზე „აჭარაბეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინი გუჯაბიძე გვესაუბრა:
„აჭარაბეთი“, როგორც ინოვატორი კომპანია, მუდმივად გამოირჩევა სიახლეებით და ამჯერადაც გადაწყვიტა მომხარებლებს შესთავაზოს ისეთი პროექტი, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია. სპორტმშენი არის პროექტი, რომელიც სპორტის მოყვარულებს აძლევს უნიკალურ შანსს, გახდნენ პროექტის მთავარი შემოქმედები და შექმნან ახალი სპორტი. პროექტს სპეციალური ჟიური ჰყავს, რომელიც საბოლოოდ გამოავლენს სამ გამარჯვებულს. მათ გადაეცემთ ფულადი პრიზები: 2,000₾, 5,000₾ და 10,000₾. რაც მთავარია, სპორტის საუკეთესო სახეობაში პირველი ისტორიული ჩემპიონატიც გაიმართება“, - გვიყვება ის.
ვებგვერდები ინტერნეტსივრცეში 2 თვის წინ გამოჩნდა. დახვეწილი დიზაინისა და გამორჩეული შინაარსის მქონე ვებგვერდებმა აუდიტორიის ყურადღება მალევე მიიპყრო:
საყურადღებოა, რომ ორივე საიტი დახვეწილი , მარტივი და ადვილად აღსაქმელია. კომპანია, რომელიც ვებგვერდებზე იმუშავებდა, გამოცხადებული ტენდერით შეირჩა. Smart Web აკმაყოფილებდა ჩვენს მოთხოვნებს, როგორც ბიზნესის, ისე ტექნოლოგიების მხრივ. ვთვლით, რომ თანამშრომლობა წარმატებული გამოდგა, რადგან ორივე პროექტი, შინაარსიდან გამომდინარე, ყურადღების ცენტრში მოექცა. სპორტმშენის მიმართ საკმაოდ დიდი დაინტერესებაა. ქომაგთა თხოვნით, განაცხადის მიღების ვადებიც კი გახანგრძლივდა. Smart Web-თან თანამშრომლობა განსაკუთრებით საინტერესო იყო. მუშაობის პროცესში ახალი იდეეები გაჩნდა, რამაც დღევანდელ შედეგამდე მოგვიყვანა და ზუსტად ასეთი პროდუქტის სახით წარმოდგება ინიციატივაც და სპორტმშენიც“, - ამბობს ნინი.
Smart Web-ის დირექტორი, რატი გველესიანი:
„სპორტმშენი“ უნიკალური პროექტია. დამატებითი პასუხისმგებლობაა, როცა ვებგვერდის ანალოგი არ არსებობს და პირველი ხარ, ვინც ამ ტიპის პროექტზე მუშაობს. ეს უნდა იყოს მაგალითი მათთვის, ვინც მომავალში მსგავსი მიმართულების ვებსაიტს გააკეთებს. ასეთ დროს, 0-დან გიწევს ყველაფრის დაზუსტება, გამოცდილების მიღება, და ფაქტობრივად, კარგი პროდუქტის მისაღებად, ორმაგ სამუშაოს ასრულებ. შემდეგ კი დრო აჩვენებს, შედგა თუ არა პროექტი. iniciativa.ge, თავის მხრივ, კორპორატიულ პასუხისმგებლობას ატარებს. გვეამაყება, რომ „აჭარაბეთის“ მომხმარებელთან საკომუნიკაციო ვებგვერდი ჩვენი შექმნილია, თუმცა ჩვენი როლი აქ არ დასრულებულა.
ვებგვერდების გამართულად მუშაობაზე პასუხიმგებლობა თავად ავიღეთ, რაც ნიშნავს, რომ ვებსაიტები მუდმივად ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშაა. აჭარაბეთისა და Smart Web-ის თანამშრომლობა ორივე კომპანიისთვის ნაყოფიერი და საინტერესო იყო. ჩვენი პარტნიორობა კვლავ გრძელდება და უკვე გვაქვს მოლაპარაკებები ახალ პროექტებთან დაკავშირებით, რომელთაც ერთად განვახორციელებთ.“