სულ რაღაც ორი წელია, რაც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საავტომობილო მწარმოებელ კომპანიას HYUNDAI თანამედროვე სტანდარტებს მორგებული ქართული ვებგვერდი აქვს. პროექტი ციფრულმა კომპანია SMART WEB-მა განახორციელა.
სამუშაო პროცესის შესახებ SMART WEB-ის დირექტორი, რატი გველესიანი გვიყვება:
კომპანიის მიზანი თანამედროვე სტანდარტებს მორგებული ვებგვერდის დამზადება იყო. ჩვენი Მთავარი გამოწვევა Hyundai-ს კონკურენტებისგან განსხვავებული საიტის შექმნა გახდა. ამასთანავე, საჭირო იყო გლობალური Hyundai-ს ვებგვერდების გათვალისწინება ისე, რომ უნიკალურობა შეგვენარჩუნებინა.
საიტი დახვეწილთან ერთად, მომხმარებლისთვის მარტივად აღსაქმელი უნდა ყოფილიყო. Რაც მთავარია, გვინდოდა გაგვეკეთებინა დასამახსოვრებელი ვებგვერდი, როგორც ვიზულიათ, ისე სტრუქტურით.
HYUNDAI-ს წარმომადგენლობა საიტზე მუშაობის მთლიან პროცესში აქტიურად იყო ჩართული, რამაც მუშაობა გაამარტივა. მოლაპარაკებები სწრაფად წარიმართა. ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვეოდა, დიზაინზე მარტივად შევთანხმდით და მომდევნო ეტაპი - ფრონტ და ბექ ენდის პროგრამირებაც სწრაფ ტემპებში შესრულდა.
HYUNDAI SMARTWEB-ის პირველი საერთაშორისო დამკვეთი არაა. ამავე სააგენტოს მიერვეა შექმნილი TOYOTA-სა და MAZDA-ს საქართველოს წარმომადგენლობის ვებვერდები.