სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, შესაძლოა, სმარტ საათები და ფიტნეს-სამაჯურები კორონავირუსის ადრეულ ეტაპზე გამოვლენისთვის გამოიყენონ.
მკვლევრებმა 32 ადამიანის ფიტნეს სამაჯურების მონაცემები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ 26 მათგანს აღენიშნებოდა ცვლილებები გულისცემისა და ძილის ხანგრძლივობის მაჩვენებლებში. აჩქარებული პულსაცია COVID-19-ის ერთ-ერთ ადრეულ ნიშნად ითვლება, სწორედ ამის საფუძველზე, მიიჩნიეს რომ მსგავსი ფაქტის დაფიქსირება ვირუსის საწყის ეტაპზე აღმოჩენის მანიშნებელია.
ვარაუდის ნამდვილობა მორიგი ექსპერიმენტით შეამოწმეს, რომელიც ერთ-ერთ სამედიცინო კომპლექსში Mount Sinai ჩატარდა. ექვსი თვის განმავლობაში, ჯანდაცვის 297 მუშაკი,დღეში, მინიმუმ, 8 საათის განმავლობაში სმარტ საათს ატარებდა და ყოველდღე საუბრობდა თავის მდგომარეობაზე. მკვლევართა მიზანი იყო გაეგოთ, შესაძლებელია თუ არა, ინფექციის პროგნოზირება გულისცემის ცვლილების აღმოჩენის საფუძველზე და სურდათ, შეეფასებინათ პანდემიის გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. საათმა გულისცემის მნიშვნელოვანი ცვლილებები კორონავირუსის დადასტურებამდე შვიდი დღით ადრე დააფიქსირა.
აგრეთვე, Mount Sinai-ში დადგინდა, რომ დიაგნოზიდან 7-14 დღის შემდეგ, გულისცემა ნორმალურ რიტმს უბრუნდება და ინფიცირებულთა მაჩვენებლებისგან აღარ განსხვავდებოდა.