სულ ახლახან, ციფრულმა სააგენტო Smart Web-მა კომპანია Maxtherm-ის რებრენდინგი დაასრულა, რაც ახალი ლოგოსა და ვებგვერდის დამზადებას მოიცავს.
Maxtherm-ი სავენტილაციო, გამათბობელი სისტემებისა და აბაზანის მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიაა. აქვს არაერთი ფილიალი, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
Maxterm-მა გადაწყვიტა, ბაზარზე სრულიად ახლებურად გამოჩენილიყო და რებრენდინგისთვის Smart Web-ს მიმართა. კომპანიის მთავარი მოთხოვნა ტრენდული, მომხმარებლისთვის კომფორტული ვებპლატფორმისა და თანამედროვე დიზაინის ლოგოს შექმნა იყო.
Maxterm-ის პროექტების მენეჯერი ლაშა ერგემლიძე:
„Smart Web-თან მუშაობის პროცესი საინტერესოდ წარიმართა, ჩვენი კომპანიის თითოეულ მოთხოვნას ზუსტად ისე მიუდგნენ, როგორც გვსურდა. ყოველი დეტალი ზედმიწევნით სწორად იყო გათვალისწინებული. ლოგოზე მუშაობის პროცესში ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ გამოცდილი გუნდი მუშაობდა, შედეგიც შესაბამისი იყო. მივიღეთ ლოგო, რომელიც გამორჩეული და მარტივად აღქმადია. სწორედ ამიტომ, ბევრი არ გვიფიქრია, ვისთვის უნდა მიგვენდო საიტზე მუშაობა.
ვებგვერდი აკმაყოფილებს როგორც ჩვენს მოთხოვნებს, ისე საერთაშორისო სტანდარტებსა და თანამედროვე ტრენდებს. რაც მთავარია, ნებისმიერი მომხმარებლისთვის მოსახერხებელია.
ბუნებრივია, არსებულზე არ ვჩერდებით, განახლება და განვითარება მუდმივად საჭიროა. გვაქვს გეგმები და მიზანი, რომლის განსახორციელებლადაც თანამშრომლობას Smart Web-თან გავაგრძელებთ.“
Smart Web-მა მუშაობა ბრენდის შესწავლითა და ლოგოს განახლებით დაიწყო.

Smart Web-ის გუნდის განხილული იდეებიდან არჩევანი მინიმალისტურ, ვიზუალურად დახვეწილ ლოგოზე გაკეთდა.
ლოგოს დიზაინერი ნიკოლოზ მოლოდინაშვილი:
„კონცეფცია არის პირველი ასოს გაერთიანება გამათბობლის სისტემასთან (რადიატორთან) და აირის კონდიცირებასთან“




შემდეგი ეტაპი თანამედროვე, მარტივი და მოსახერხებელი ვებგვერდის აწყობა იყო.
Smart Web-ის ექაუნთ მენეჯერი მარიამ გოჩიაშვილი:

„ვებგვერდის ახალი დიზაინი ინტერნეტ მაღაზიის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. maxtherm.ge - აქ მომხმარებელს შეკვეთების გაკეთება სულ რამდენიმე წამში შეუძლია.
მუშაობისას გავითვალისწინეთ მომხმარებლის მოთხოვნილებები და შევეცადეთ, ყოფილიყო მარტივად აღსაქმელი, რათა მას მცირე დროში შესძლებოდა სასურველი პროდუქტის მოძიება, მსგავსი პროდუქტების დათვალიერება, „კალათაში დამატება“ და შეკვეთის გაკეთება. გარდა იმისა, რომ საიტი მოსახერხებელია, ვიზუალურად დახვეწილია და სრულიად ერგება UX/UI ტრენდებს.
საიტის ერთ-ერთი ფუნქციონალის შექმნისას amazon.com-ისა და ebay.com-ის მოდელით ვიხელმძღვანელეთ, რამაც საიტი კიდევ უფრო თანამედროვე გახადა.“
Smart Web-ის სხვა ნამუშევრები შეგიძლიათ, ნახოთ აქ.