SmartBlog Logo
  • მთავარი (current)
  • ჩვენ შესახებ
  • კატეგორიები
    პროექტები 3
    რჩევები 14
    ფაქტები და ამბები 6
    ინტერვიუები 1
    ვებ დეველოპმენტი 8
    სოციალური მედია 1
    AI სიახლეები 1
    SEO ოპტიმიზაცია 0
    ლოგო დიზაინი 1
    ბრენდინგი 1
    ფოტო-ვიდეო პროდაქშენი 0
    კურსები 0
    სტუდენტები, ლექტორები 0
    AI 3
  • კონტაქტი
  1. მთავარი
  2. სტატიები
Blog

როგორ შევარჩიოთ კარგი დომენი - 10 ნაბიჯი

  • #დომენი #ვებგვერდი

დომენის სწორად არჩევა შენი კომპანიის წარმატებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. თუ სახელზე ფიქრს ახლა იწყებ და თავში არაერთი იდეა გიტრიალებს, არჩევანის გაკეთება ალბათ, რთული გეჩვენება. ამ სტატიაში გაგიზიარებ ყველა დეტალს, რასაც დომენის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციო.

1. აირჩიე დომენის დაბოლოებად .ge ან .com

დღეს დომენის სახელის უამრავი დაბოლოება არსებობს: .net, .org, .pizza, .photography .blog და ა.შ. გირჩევ, აირჩიო .com ან .ge მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ვერსიები უფრო მაცდურად ჟღერს, ისინი ნაკლებად სანდოა. აღარაფერი ვთქვათ, იმაზე, რომ სმარტფონების უმეტესობას „.com“ ღილაკი აქვს. გარდა სიმარტივისა, .com-ზე დაბოლოებული დომენები ყველაზე დასამახსოვრებელია. ბევრი, განსაკუთრებით ის, ვისაც ტექნიკური ცოდნა არ აქვს, ნებისმიერ სახელს ავტომატურად მიაწერს .com-ს. მაგალითად, თუ თქვენი ვებსაიტია Mariam.photography, მომხმარებლები აკრეფენ Mariam.photography.com-ს და ისინი photography.com-ზე აღმოჩნდებიან.

2. დომენის სახელის არჩევისას გამოიყენე საკვანძო სიტყვები (ქივორდები)

ამით საძიებო სისტემებისთვის მარტივად საპოვნელი იქნებით. თუმცა ეს საკმარისი არაა. ქივორდთან ერთად, დომენი შინაარსიანი უნდა იყოს. რეალურად, კარგი დომენის პოვნა, რომელიც უკვე დაკავებული არ არის, რთულია. მოგიწევს საკვანძო სიტყვები ერთმანეთთან დააკავშირო, შემოქმედებითად იფიქრო და იპოვო სიტყვა, რომელიც რამდენიმე საკვანძო სიტყვას აერთიანებს.

3. სახელი უნდა იყოს მოკლე

საკვანძო სიტყვებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ დომენის სახელი მოკლე და მარტივად დასამახსოვრებელი იყოს. სასურველია, მაქსიმუმ 15 სიმბოლოსგან შედგებოდეს. მომხმარებელს უფრო გრძელი სახელის დამახსოვრება გაუჭირდება, რომ არაფერი ვთქვათ მის არასწორად დამახსოვრებაზე, რაც ტრეფიკის (ვიზიტორების) შემცირებით დასრულდება.

4. დომენის სახელი უნდა იყოს მარტივი როგორც დასაწერად, ისე გამოსათქმელად

უნდა შეგეძლოს, მარტივად გაუზიარო დომენის სახელი მომხმარებელსა თუ პარტნიორს.

5. უნიკალური და ბრენდული

იპოვე ისეთი გამორჩეული სახელი, რომელიც სხვაში არ აერევათ. უნიკალური სიტყვები ყურადღებამისაქცევი და დასამახსოვრებელია. მაგალითად, amazon.com ბევრად უფრო ბრენდულად ჟღერს, ვიდრე BuyBooksOnline.com.

6. არ გამოიყენო დეფისი

თუ შენთვის სასურველი დომენი უკვე აღებულია და იგივე სიტყვას დეფისით დაწერ, შენი მომხმარებლები, სავარაუდოდ, კონკურენტების პლატფორმაზე მოხვდებიან - დიდ ნაწილს, დეფისის დაწერა დაავიწყდება.

7. არ გამოიყენო სიტყვები გაორმაგებული ასოებით

სიტყვები, რომლებშიც ორი ერთნაირი თანხმოვანია, ართულებს დამახსოვრებას და ზრდის შეცდომით აკრეფის ალბათობას.

8. გამოიკვლიე სასურველი დომენის სახელი

დომენის სახელის დარეგისტრირებამდე, გაარკვიე, არის თუ არა რეგისტრირებული ბიზნესი იმავე სახელით.

9. გამოიყენე დომენის სახელების გენერატორები

ამჟამად, 360 მილიონზე მეტი დომენის სახელია რეგისტრირებული. ეს იწვევს განცდას, რომ ყველა კარგი დომენი უკვე დაკავებულია.

სახელის ხელით ძიება და შემოწმება, არსებობს თუ არა იგივე დომენი ძალიან შრომატევადია. არსებობს უფასო ინსტრუმენტი - https://www.nameboy.com/, რომელიც შენ მიერ შეთავაზებული საკვანძო სიტყვების შესაბამისად, ჭკვიანურ დომენებს გთავაზობს.

10. იმოქმედე სწრაფად

ყოველდღე, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ათასობით ახალი დომენი რეგისტრირდება. თუ სასურველი დომენის სახელი იპოვე, დიდხანს ნუ დააყოვნებ. დომენის სახელები უძრავი ქონების მსგავსია. უამრავი ადამიანი გამალებით ყიდულობს დომენის კარგ სახელებს, რომლებსაც მომავალში უკეთეს ფასად გაყიდის. თუ სწრაფად არ იმოქმედებ, შეიძლება ვინმემ შენი რჩეული დომენი დაარეგისტრიროს.

როგორ დავარეგისტრიროთ დომენი?

ქვემოთ მოცემულია ჰოსტინგის ორი კომპანია, სადაც უცხოური დომენის შეძენას შეძლებ. Bluehost ვებ-ჰოსტინგის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი კომპანიაა. HostGator ვებ-ჰოსტინგის კიდევ ერთი პოპულარული პროვაიდერია, რომელიც უფასო დომენის სახელს გთავაზობს. ქართული დომენები შეგიძლია, შეიძინო საიტიდან registration.ge გაითვალისწინე, რომ ჰოსტების უმეტესობა გთავაზობს დომენის უფასო რეგისტრაციას, მხოლოდ 1 წლის განმავლობაში. შემდეგ, კი დომენის განახლება მოგიწევს, რაც წელიწადში $10-$14 დაგიჯდება.

  • პროექტები 3
  • რჩევები 14
  • ფაქტები და ამბები 6
  • ინტერვიუები 1
  • ვებ დეველოპმენტი 8
  • სოციალური მედია 1
  • AI სიახლეები 1
  • SEO ოპტიმიზაცია 0
  • ლოგო დიზაინი 1
  • ბრენდინგი 1
  • ფოტო-ვიდეო პროდაქშენი 0
  • კურსები 0
  • სტუდენტები, ლექტორები 0
  • AI 3


  • #ონლაინ მაღაზია
  • #ვებგვერდი
  • #ბიზნესი
  • #ვიდეო
  • #დომენი
  • #რჩევა
  • #სტარტაპი
  • #AI
  • #სტატისტიკა
  • #Smart Web
  • #ჩვენი ნამუშევარი
  • #ლოგო
  • #დიზაინი
  • #ნიკოლოზ მოლოდინაშვილი
  • #რებრენდინგი
  • #SSL
  • #WINDOWS
  • #ვებსაიტი
  • #AMP
  • #კორონავირუსი
  • #სმარტ საათები
  • #ონლაინ ბიზნესი
  • #ჩატბოტი
  • #მარკეტინგი
  • #ციფრული მარკეტინგი
  • #ვებდიზაინი
  • #ჰოსთინგი
  • #adjarabet.com
  • #fail
  • #კამპანია


  • Behance
  • Dribbble
  • Facebook
  • Instagram
Smart Academy • სმარტ აკადემია

ახალი სტატიები

fantastic cms
Google Maps-ს შეუძლია Polestar 4-ის მძღოლებს აცნობოს, როდის გადავიდნენ ზოლში.
#AI
fantastic cms
ამაზონი ალექსა პლუსს თავის მუსიკის აპლიკაციაში ნერგავს.
#AI
fantastic cms
ტექნოლოგიურ კომპანიებს არ ანაღვლებთ, რომ სტუდენტები მათ AI ინსტრუმენტებს მოსატყუებლად იყენებენ.
#AI
fantastic cms
არა, ChatGPT-ს არ დაუმატებია იურიდიული და ჯანმრთელობის რჩევის გაცემაზე აკრძალვა.
#AI
  • Behance
  • Dribbble
  • Facebook
  • Instagram

Project of Smart Web