გასულ ხუთშაბათს, Microsoft-მა PC-ის განახლებული ოპერაციული სისტემა, სახელწოდებით Windows 11 ოფიციალურად წარადგინა. სისტემის ცვლილებები მოიცავს როგორც ვიზუალურ, ისე ტექნიკურ მხარეს.
Windows-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება Start menu-სა და Start ღილაკს უკავშირდება, რომელიც taskbar-ზეა ორიენტირებული. სისტემა მორგებულია დისტანციურად მომუშავეებზე, გეიმერებზე და მათზე, ვინც ერთდროულად ბევრ სამუშაოს ასრულებს. მომხმარებლებს მულტითასქინგის დროს, ფანჯრების ჩაკეცვის ნაცვლად, შეუძლიათ, აირჩიონ, ეკრანზე თასქების განლაგების დიზაინი.

კიდევ ერთი ფუნქცია, რაც მუშაობას ამარტივებს, დავალებების დაჯგუფების სისტემაა (სკოლა, სამსახური, გასართობი, სახლი…). ამას გარდა, WINDOWS 11-ის ეკრანზე განთავსებულია ინფორმაცია ამინდის, კალენდრის, საგზაო რეპორტისა და სიახლეების ჩათვლით. ამით Windows 10-სგან დიდად არ განსხვავდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა, ვისაც ლიცენზირებული Windows 10 აქვს, ახალ ვერსიას უფასოდ მიიღებს.
მნიშვნელოვანი სიახლე Microsoft Team-ის Windows-თან ინტეგრირებაა. თქვენ შეგიძლიათ ესაუბროთ, დარეკოთ, განახორციელოთ ვიდეო ზარი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ პლატფორმაზე ან მოწყობილობაზე, მათ შორის ვინდოუსში, iOS- ზე, Android- ზე...

მათთვის, ვინც კომპიუტერს იყენებს, როგორც ტაბლეტს, Windows 11 ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნება.
მას აქვს, „მცურავი“ კლავიატურა და შეტყობინების ხმოვან რეჟიმში გაგზავნის ფუნქცია.

„კომპანიამ Microsoft Store „მიწიდან“ აღადგინა“, - განაცხადა პანეიმ. Microsoft-ის ახალ მაღაზიაში შესვლა შესაძლებელი იქნება როგორც Android-ით, ისე Apple-ით. ამით Microsoft-მა Apple App Store-ს დიდი დარტყმა მიაყენა.

Windows 11 Auto HDR მახასიათებელს გამოიყენებს, რაც თამაშის დროს ეკრანის ფერს, განათებას, ტექნოლოგიას ავტომატურად გააუმჯობესებს. ამასთან, ვინდოუსში Xbox Game Pass იქნება ჩაშენებული, რაც მომხმარებელს ასობით თამაშთან მისცემს წვდომას.
Windows 11 მისი წინა ვერსიის გამოსვლიდან 6 წლის შემდეგ გამოდის.