SmartBlog Logo
  • მთავარი (current)
  • ჩვენ შესახებ
  • კატეგორიები
    პროექტები 3
    რჩევები 14
    ფაქტები და ამბები 6
    ინტერვიუები 1
    ვებ დეველოპმენტი 8
    სოციალური მედია 1
    AI სიახლეები 1
    SEO ოპტიმიზაცია 0
    ლოგო დიზაინი 1
    ბრენდინგი 1
    ფოტო-ვიდეო პროდაქშენი 0
    კურსები 0
    სტუდენტები, ლექტორები 0
    AI 3
  • კონტაქტი
  1. მთავარი
  2. სტატიები
Blog

2021 წლის 14 ტრენდი ვებდიზაინში

  • #ვებდიზაინი #რჩევა

2020-მა წელმა ქაოსი, შიში და დაბნეულობა დაგვიტოვა. გარემოებების მიუხედავად, ვცდილობთ, ეს ყველაფერი დავძლიოთ როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. ამ ფონზე ციფრული სამყარო განვითარებას აგრძელებს და ტენდენციებიც იცვლება. 

ვებგვერდი bootcamp.com გვიზიარებს 2021 წლის ტრენდებს ვებდიზაინში და შთაგონებისკენ გვიბიძგებს. 

დიდი ზომის ტიპოგრაფია
დიდი ზომის ტიპოგრაფია ვებდიზაინის მეინსტრიმი ხდება. მიზანი მომხმარებლის ყურადღება მიპყრობაა.

florianmonfrini.com

ამის მაგალითია Florian Monfrini-ის ვებსაიტი, რომელიც დიდი ზომის ტიპოგრაფიას ნახატებს თანაუწყობს.

2. ემოციური დიზაინი

ემოციური დიზაინის კონცეფცია მკვლევარმა დონალდ ნორმანმა ჯერ კიდევ 2004 წელს შეიმუშავა, თუმცა ახლაც ტენდენციურია. მისი მტკიცებით, ვებდიზაინი არის არა მხოლოდ ის, თუ როგორ გამოიყურება ნამუშევარი, არამედ ის, თუ რა გრძნობას აჩენს.

3. 3D ილუსტრაციები

sennep.com

3D ვიზუალები უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ვებგვერდზე ინტეგრირებული  მაღალხარისხიანი გრაფიკა მარტივად აღსაქმელია და  პოზიტიურ შთაბეჭდილებას ტოვებს.

4. რეტრო შრიფტები

vintageria.it

პანდემიამ საზოგადოება ნოსტალგიური გახადა, რაც ვებდიზაინზეც აისახა. დიზაინერები რეტრო ფონტებზე გადაერთნენ. ეს შრიფტები მიმზიდველთან ერთად ხალისიანი და ლაღია. 

5. გაუსური ბლარი

cosmiccollusion.com

ფონზე დატანილი ბუნდოვანი ელემენტებიც ახალი ტრენდია. ფერების ამგვარი განაწილება თვალისთვის უცხო არაა. შესაძლოა, ორგანულადაც კი აღიქვას, რაც მომხმარებელში სასიამოვნო განცდას იწვევს. 

6. ორგანული ფორმები

mafanfa.com

პოპულარული ხდება ორგანული და თავისუფალი ფორმების გამოყენება. გამრუდებული წრეები თუ სტრუქტურული ხაზები თვალისთვის მიმზიდველად ითვლება.

7 . მშვიდი ფერები

nannalagerman.com

სქროლვისას თვალის დაძაბვა ერთხელ მაინც ყველას გამოგვიცდია. დიზაინერების მხრიდან ისეთი ფერების გამოყენება, რომელიც ჩვენგან კიდევ უფრო მეტ გადაღლას არ საჭიროებს, ბევრად უფრო მომგებიანი და ნაკლებად გამაღიზიანებელია.

8. მუქი რეჟიმი

guillaumecolombel.fr

მშვიდი ფერების მსგავსად, მუქი რეჟიმიც მარტივად წაკითხვას/აღქმას უწყობს ხელს. 

9. მინიმალიზმი

mfisher.com

მინიმალიზმი დიდი ხანია არსებობს და არსად „წასვლას არ აპირებს“. ერთი შეხედვით, თეთრი სივრცე - სიცარიელე ამცირებს შინაარსს, თუმცა მინიმალისტურად გადმოცემული სათქმელი დიზაინს ბევრად უფრო დახვეწილს ხდის. 

10. ასიმეტრიული განლაგებები

www.theoceanagency.org

შეიძლება, ეს არაორგანიზებულად გამოიყურებოდეს, თუმცა ინდივიდუალურობის განცდას ქმნის. 

11. ვიზუალური თხრობა /Scrollytelling

წარმოიდგინეთ, ვებსაიტი, რომელიც ამბავს გვიყვება. ეს შეიძლება იყოს ადამიანის ცხოვრება თუ კომპანიის ისტორია. Scrollytelling, იგივე ვიზუალური თხრობა ვებ-დიზაინში მკვიდრდება. ამის საუკეთესო ნიმუშია კუბრიკის 90-ე დაბადების დღისადმი მიძღვნილი ვებგვერდი.

12. წარსულის არტი

www.righthemisphere.in

ციფრულ ეპოქამდე, ფოტოსურათების, გრაფიკისა და ტექსტის თანწყობით შთამბეჭდავი ილუსტრაციების შექმნა  წარმოუდგენელი იყო. ახლა კი, შეგვიძლია, შავ-თეთრი ფოტოს პერსონაჟის ხელში პიცა ან პლანშეტი დავაჭერინოთ და ზედ ტექსტიც დავაწეროთ.

13. დამახინჯებები და გლიტჩები

sasscafe.com

WebGL-ის, Three.JS-ისა და სხვა 3D ინტეგრაციების წყალობით, დიზაინერებს  შეუძლიათ ხელოვნურად დაამახინჯონ ვიზუალები. რაც უნდა მოულოდნელი იყოს, ახლა ეს ტრენდია. 

14. Parallax Scroll

პარალაქსის ვიზუალური ეფექტი გულისხმობს დამკვირვებელთან ახლოს მყოფი ობიექტების უფრო სწრაფად მოძრაობას, ვიდრე შორს მდებარე ობიექტებისას. ამის ნიმუშად, დაათვალიერე ენდრიუ ჰარდის პორტფოლიო აქ.

  • პროექტები 3
  • რჩევები 14
  • ფაქტები და ამბები 6
  • ინტერვიუები 1
  • ვებ დეველოპმენტი 8
  • სოციალური მედია 1
  • AI სიახლეები 1
  • SEO ოპტიმიზაცია 0
  • ლოგო დიზაინი 1
  • ბრენდინგი 1
  • ფოტო-ვიდეო პროდაქშენი 0
  • კურსები 0
  • სტუდენტები, ლექტორები 0
  • AI 3


  • #ონლაინ მაღაზია
  • #ვებგვერდი
  • #ბიზნესი
  • #AI
  • #დომენი
  • #fail
  • #მარკეტინგი
  • #კამპანია
  • #ონლაინ ბიზნესი
  • #Smart Web
  • #ჩვენი ნამუშევარი
  • #WINDOWS
  • #SSL
  • #ჰოსთინგი
  • #სტატისტიკა
  • #ლოგო
  • #დიზაინი
  • #ნიკოლოზ მოლოდინაშვილი
  • #ჩატბოტი
  • #ციფრული მარკეტინგი
  • #ვიდეო
  • #რჩევა
  • #სტარტაპი
  • #ვებდიზაინი
  • #ვებსაიტი
  • #AMP
  • #რებრენდინგი
  • #adjarabet.com
  • #კორონავირუსი
  • #სმარტ საათები


  • Behance
  • Dribbble
  • Facebook
  • Instagram
Smart Academy • სმარტ აკადემია

ახალი სტატიები

fantastic cms
Google Maps-ს შეუძლია Polestar 4-ის მძღოლებს აცნობოს, როდის გადავიდნენ ზოლში.
#AI
fantastic cms
ამაზონი ალექსა პლუსს თავის მუსიკის აპლიკაციაში ნერგავს.
#AI
fantastic cms
ტექნოლოგიურ კომპანიებს არ ანაღვლებთ, რომ სტუდენტები მათ AI ინსტრუმენტებს მოსატყუებლად იყენებენ.
#AI
fantastic cms
არა, ChatGPT-ს არ დაუმატებია იურიდიული და ჯანმრთელობის რჩევის გაცემაზე აკრძალვა.
#AI
  • Behance
  • Dribbble
  • Facebook
  • Instagram

Project of Smart Web