SmartBlog Logo
  • მთავარი (current)
  • ჩვენ შესახებ
  • კატეგორიები
    პროექტები 3
    რჩევები 14
    ფაქტები და ამბები 6
    ინტერვიუები 1
    ვებ დეველოპმენტი 8
    სოციალური მედია 1
    AI სიახლეები 1
    SEO ოპტიმიზაცია 0
    ლოგო დიზაინი 1
    ბრენდინგი 1
    ფოტო-ვიდეო პროდაქშენი 0
    კურსები 0
    სტუდენტები, ლექტორები 0
    AI 3
  • კონტაქტი
  1. მთავარი
  2. სტატიები
Blog

რა კლავს სტარტაპებს? - 17 შეცდომა

  • #რჩევა #სტარტაპი

სტატისტიკის თანახმად, სტარტაპების 90% კვდება. მათი 10% ჩანასახშივე დაღუპვისთვისაა განწირული და 1 წელიც ვერ ძლებს. ეს მაჩვენებელი ყველა ინდუსტრიისთვის ერთნაირია, ისევე, როგორც ერთნაირია მათი შეცდომები. ამ სტატიაში სწორედ ამ შეცდომებზე მოგიყვებით

1. ერთი დამფუძნებელი
ძველი გამოთქმაა - ორი თავი უკეთესია, ვიდრე ერთი და რაც უნდა ძველებურად ჟღერდეს, ეს მიდგომა სტარტაპებზეც ვრცელდება. საქმეში სხვა პირის არსებობა დაგეხმარებათ მკაცრად შეაფასოთ თქვენი იდეები, მოისმინოთ მისი დამოკიდებულებები, გაიზიაროთ ხედვები...

2. არასწორად შერჩეული ადგილმდებარეობა
ოფისის ლოკაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. სანამ ფართს შეარჩევთ, განსაზღვრეთ, რამდენად სჭირდება თქვენი პროდუქტი იმ რაიონს, სადაც ოფისის დაქირავებას/შეძენას აპირებთ.

3. განსაზღვრული რაოდენობის ნიშა
ნიშის პოვნა მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ძალიან ბევრი ნიშა გაქვთ, ესეც პრობლემაა. შესაძლოა, კონკრეტულ სეგმენტზე ვერ გახვიდეთ. გამოიკვლიეთ ბაზარი და განსაზღვრეთ, რისი დანაკლისი აქვს უმრავლესობას.

4. „მეორეული იდეა“
უნიკალური იდეა ნიშნავს, რომ თქვენი პროდუქტის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს - ეს სტარტაპისთვის წმინდა გრაალია. ასე, რომ... დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი იდეა სხვა იდეის განმეორება არაა?

5. სიჯიუტე
თქვენი იდეებისა და ღირებულებების ერთგულება მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარი თავის გარდა არავის არ უნდა უსმინოთ და ყველა კრიტიკული თუ განსხვავებული მოსაზრება უგულებელყოთ. იყავით ღია რჩევებისთვის. შეიძლება, ერთმა პატარა რჩევამ თქვენი სტარტაპისადმი ხედვა რადიკალურად შეგიცვალოთ და სხვა რელსებზე გადასვლისკენ გიბიძგოთ.

6. არაკვალიფიციური პროგრამისტები
დღეს, გამართული ვებგვერდის გარეშე ნებისმიერი სტარტაპი დაღუპვისთვისაა განწირული. გარდა ტექნიკური ხარვეზებისა დიდ პრობლემებს შეგიქმნით არასწორად შერჩეული პროგრამირების ენა ან არასწორი CMS-ის გამოყენება. ცუდად აწყობილი საიტი ნაკლებ შეკვეთას და ნაკლებ შემოსავალს ნიშნავს. მართალია, ბიუჯეტური პროგრამისტების დაქირავება მაცდუნებლად ჟღერს, მაგრამ შესაძლოა ეს ბოლოს, პირდაპირი მნიშვნელობით, ძვირად დაგიჯდეთ. ამიტომ, თავიდანვე ფრთხილად აარჩიეთ სააგენტო.

7. არასწორი პლატფორმის არჩევა
შესაძლოა, თქვენი ბიზნესის წარმართვისთვის არასწორი ფორმა აირჩიეთ. მაგალითად, შეიძლება, დაიქირაოთ შენობა და გახსნათ თანამედროვე, ძვირადღირებული ინფრასტრუქტურის მაღაზია, როდესაც თქვენი პროდუქტის გაყიდვების უმეტესობა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. მსგავსი შეცდომის თავიდან ასაცილებლად, ერთადერთი გზა ბაზრის შესწავლაა.

8. დაგვიანება
სანამ თქვენ ასჯერ ზომავთ, ვიღაც უკვე ჭრის - ესეც ცნობილი ფრაზის „ბიზნესური
ტრანსფორმაციაა“. როცა საქმე სტარტაპს და იდეას ეხება, დრო ასმაგად ძვირფასია. თუ თქვენი ბიზნესის მიმართულება ახლა ყურადღების ცენტრშია, არ გაუშვათ შანსი, აჰყევით ტალღებს.

9.დროზე ადრე დაწყება
ზედა პუნქტის საპირისპიროდ, სიჩქარეც საზიანოა. სანამ საქმიანობას დაიწყებთ, საკუთარ თავს ჰკითხეთ: პროდუქტი ნამდვილად ხარისხიანია? მომხმარებელი ხარვეზს ხომ ვერ აღ
მოაჩენს? და მომსახურებისთვის მზად ხართ? ყველა რისკი გააზრებულია?

10. სამიზნე აუდიტორიის არარსებობა
ვისზე მუშაობთ? თუ მხედველობაში კონკრეტული აუდიტორია არ გაქვთ, მაშინ არ იცით ვის უნდა გააცნოთ თქვენი პროდუქტი. აუდიტორიის განსაზღვრისთვის ბაზრის კვლევა დაგჭირდებათ. როგორც ხვდებით, ბაზრის შესწავლა არაერთი შეცდომისგან გიხსნით.

11. ძალიან ბევრის დახარჯვა
დაწყებული ლამაზი სავიზიტო ბარათებიდან, დამთავრებული ექსტრავაგანტული ოფისებით, ყველაფერი მაცდურია. შეიძლება ფიქრობთ, რომ თანხა ყველა ხარჯისთვის გეყოფათ, თუმცა ფინანსების მართვა მარტივი არაა. ეკონომიური იყავით, მაშინაც კი, თუ ინვესტიციის იმედი გაქვთ.

12. ძალიან ბევრი ფულის შეგროვება
უცნაური პრობლემაა, არა? საქმე ისაა, რომ კაპიტალის შეგროვებით გატაცებულმა, შეიძლება ბიზნესის განვითარების შანსი ხელიდან გაუშვათ.

13. ინვესტორების ცუდი მენეჯმენტი
თუ არასწორად შეარჩიეთ ინვესტორები ან თქვენს ბიზნესში ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ან ძალაუფლება მიეცით, მათთან ურთიერთობამ შეიძლება ახალი თავის ტკივილი გაგიჩინოთ. ამიტომ ზუსტად განსაზღვრეთ, რა დოზით ჩართავთ სამუშაო პროცესში, რისი უფლება აქვთ და რისი - არა.

14. ორიენტირება მოგებაზე და არა მომხმარებლის კმაყოფილებაზე
თქვენი მომხმარებლები მოგებაზე მაღლა უნდა დააყენოთ. ფინანსური სარგებელი მნიშვნელოვანია, მაგრამ თქვენი ერთგული მომხმარებელი უფრო მეტ მომხმარებელს მოგიყვანთ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, უფრო მეტ მოგებას ნიშნავს.

15. დამფუძნებელს „არ სურს ხელების დასვრა“
სტარტაპის მუშაობის ყველა ასპექტში ჩართული უნდა იყოთ, აკეთებდეთ იმასაც, რაც არ მოგწონთ, რისი გაკეთებაც არავის უნდა ან რაც სხვამ ვერ გააკეთა.

16. ბრძოლა დამფუძნებლებს შორის
ეს თითქმის გარდაუვალია. თავიდან აცილების ერთადერთი გზაა, იყოთ გულწრფელები, თანმიმდევრულები და შეთანხმებით იმოქმედოთ.

17. ნახევარი ძალისხმევით მუშაობა
საკუთარი ბიზნესი მთელ თქვენს ენერგიასა და ენთუზიაზმს საჭიროებს. თუ ამისთვის მზად არ ხართ, წინა 16 პუნქტი დაივიწყეთ, რადგან შრომის გარეშე აზრი არაფერს აქვს. ხოლო, თუ ამას იაზრებთ და საქმეში მაქსიმუმს ჩადებთ, დაიწყეთ პირველივე პუნქტით - იპოვეთ თანადამფუძნებელი.

  • პროექტები 3
  • რჩევები 14
  • ფაქტები და ამბები 6
  • ინტერვიუები 1
  • ვებ დეველოპმენტი 8
  • სოციალური მედია 1
  • AI სიახლეები 1
  • SEO ოპტიმიზაცია 0
  • ლოგო დიზაინი 1
  • ბრენდინგი 1
  • ფოტო-ვიდეო პროდაქშენი 0
  • კურსები 0
  • სტუდენტები, ლექტორები 0
  • AI 3


  • #SSL
  • #ჩატბოტი
  • #მარკეტინგი
  • #ციფრული მარკეტინგი
  • #რებრენდინგი
  • #ლოგო
  • #ჩვენი ნამუშევარი
  • #Smart Web
  • #AI
  • #fail
  • #კამპანია
  • #ჰოსთინგი
  • #ონლაინ მაღაზია
  • #ვებგვერდი
  • #ბიზნესი
  • #ონლაინ ბიზნესი
  • #WINDOWS
  • #ვიდეო
  • #დიზაინი
  • #ნიკოლოზ მოლოდინაშვილი
  • #adjarabet.com
  • #დომენი
  • #კორონავირუსი
  • #სმარტ საათები
  • #სტატისტიკა
  • #რჩევა
  • #სტარტაპი
  • #ვებდიზაინი
  • #ვებსაიტი
  • #AMP


  • Behance
  • Dribbble
  • Facebook
  • Instagram
Smart Academy • სმარტ აკადემია

ახალი სტატიები

fantastic cms
Google Maps-ს შეუძლია Polestar 4-ის მძღოლებს აცნობოს, როდის გადავიდნენ ზოლში.
#AI
fantastic cms
ამაზონი ალექსა პლუსს თავის მუსიკის აპლიკაციაში ნერგავს.
#AI
fantastic cms
ტექნოლოგიურ კომპანიებს არ ანაღვლებთ, რომ სტუდენტები მათ AI ინსტრუმენტებს მოსატყუებლად იყენებენ.
#AI
fantastic cms
არა, ChatGPT-ს არ დაუმატებია იურიდიული და ჯანმრთელობის რჩევის გაცემაზე აკრძალვა.
#AI
  • Behance
  • Dribbble
  • Facebook
  • Instagram

Project of Smart Web