წარმოიდგინეთ, მძლავრი კომპიუტერი (იგივე სერვერი), სადაც ვებსაიტების ციფრული ფაილები ინახება - ეს ჰოსთინგია. ყველა ვებსაიტი, რომელზეც ოდესმე ყოფილხართ, სერვერზეა განთავსებული.
გამოყენებისა და საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა ტიპის ჰოსტინგი არსებობს:
ფაილების ჰოსტინგი
მეილების ჰოსტინგი
საიტების ჰოსტინგი
და ა.შ.
ჰოსტინგი, როგორც წესი, არის სივრცე, რომელსაც სხვა კლიენტებთან ერთად იზიარებთ. მაგალითად, ვებ ჰოსტინგის შემთხვევაში, თქვენ გაქვთ განთავსებული საიტი სერვერზე, სადაც, თქვენ გარდა, კიდევ უამრავი საიტი შეიძლება იყოს დაჰოსტილი.
თუ გინდათ, რომ თქვენი საიტი, მეილები (ან ნებისმიერი სხვა ციფრული ინფორმაცია) დამოუკიდებელ სერვერზე იყოს განთავსებული, ამისთვის თქვენ შეგიძლიათ იქირაოთ გამოყოფილი სერვერი, რომელიც სრულად იქნება თქვენს განკარგულებაში .
VPS (virtual private server)
VDS (virtual dedicated server)
Collocation (ფიზიკური სერვერის ჩადგმა სასერვეროში)
Cloud Server
სხვადასხვა ტიპის ჰოსტინგზე სხვადასხვა შეზღუდვები მოქმედებს, მაგალიათად, mail ჰოსტინგზე შეიძლება შეზღუდული იყოთ email მომხმარებლების რაოდენობით, გამოყოფილი სივრცით.
Web Hosting-ზე შეიძლება დალიმიტებული იყოს როგორც CPU, RAM, HDD და IOPS, ისე მონაცემთა ბაზების რაოდენობა, subdomain-ების რაოდენობა და ა.შ.
გამოყოფილ სერვერზე შედარებით ნაკლები შეზღუდვები მოქმედებს, ძირითადად რესურსების მხრივ: CPU, RAM, HDD, IOPS. როგორც წესი, აქ არ ვრცელდება მსგავსი ლიმიტები: საიტების რაოდენობა, email მომხმარებლების რაოდენობა და ა.შ.