ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანების 50% მზად არის გამოვიდეს საიტიდან, თუ ის 3-4 წამში არ ჩაიტვირთება, ტრეფიკი მობილური მოწყობილობებიდან კი ბევრად აღემატება Desktop-ის ტრეფიკს.
#AMP (იგივე Accelerated Mobile Pages) არის გუგლის ტექნოლიგია, რომელიც მობილურ მოწყობილობაზე გვერდის სწრაფად ჩატვირთვისთვისა (ჩატვირთვის დრო 1 წამზე ნაკლებია) განკუთვნილი და მონაცემების მოცულობას 10-ჯერ ამცირებს .
AMP გვერდი სპეციალური თეგებისა და საკუთარი ასინქრონული სკრიპტების ბიბლიოთეკის გამოყენებით იქმნება .
AMP საიტის ვიზიტორებს ეხმარება არა მხოლოდ უფრო სწრაფად ჩატვირთონ საჭირო გვერდები, არამედ ზრდის საიტის კონვერსიას. მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ საიტი Aliexpress, სადაც კონვერსიის ზრდა 4%-ია.
ამ ტექნოლოგიას იყენებენ ისეთი ავტორიტეტული რესურსები და საიტები, როგორებიცაა: The New York Times, Washington Post , Google , Bing, Yahoo, LinkedIn, Pinterest, Tumblr, Twitter
აღსანიშნავია AMP უპირატესობები:
1. ჩატვირთვის სიჩქარის გაზრდა ისეთ მომხმარებელსაც ეხმარება, ვისაც დაბალი სიჩქარის ინტერნეტი აქვს.
2. საძიებო სისტემები რანჟირებისას ჩატვირთვის სიჩქარეს ითვალისწინებს, რაც AMP გვერდებს ტოპ პოზიციებზე მოხვედრის შანსს უზრდის.
3. Google ხედავს სპეციალურ თეგებს და „აქეშირებს“ ინფორმაციას. მაღალი სიჩქარე განპირობებულია იმით, რომ ყველა AMP გვერდი Google ქეშ-ში ინახება და ცუდი ინტერნეტის შემთხვევაში იტვირთება პირდაპირ Google-დან.
4. გაძლევთ კონკურენტულ უპირატესობას, საიტის სტუმრებს კი უკეთესს User Experience-ს.
5. ამცირებს Bounce rate-ს.