SmartBlog Logo
  • მთავარი (current)
  • ჩვენ შესახებ
  • კატეგორიები
    პროექტები 3
    რჩევები 14
    ფაქტები და ამბები 6
    ინტერვიუები 1
    ვებ დეველოპმენტი 8
    სოციალური მედია 1
    AI სიახლეები 1
    SEO ოპტიმიზაცია 0
    ლოგო დიზაინი 1
    ბრენდინგი 1
    ფოტო-ვიდეო პროდაქშენი 0
    კურსები 0
    სტუდენტები, ლექტორები 0
    AI 3
  • კონტაქტი
  1. მთავარი
  2. სტატიები
Blog

რა არის SSL და რატომ სჭირდება ის ყველა ვებგვერდს?

  • #SSL

SSL (Secure Sockets Layer) პროტოკოლი მილიონობით საიტზე მონაცემთა დაცვისა და გაშიფვრის მიზნით გამოიყენება. ის მომხმარებლის ბრაუზერსა და სერვერს შორის უსაფრთხო კავშირის გარანტიას იძლევა. იმ შემთხვევაში, თუ საიტზე დაყენებულია SSL სერტიფიკატი, მისამართის ველში ჩაკეტილი ბოქლომი და პროტოკოლი - HTTPS გამოჩნდება. ეს ნიშნავს, რომ ამ საიტზე შეგიძლიათ, უსაფრთხოდ შეიყვანოთ თქვენი პირადი ინფორმაცია.

SSL სერტიფიკატის მქონე ვებგვერდი პრიორიტეტულია არა მხოლოდ მომხმარებლისთვის, არამედ Google-სთვისაა. ეს საძიებო სისტემა HTTPS პროტოკოლის მქონე საიტებს უფრო მაღალ პოზიციებში აყენებას, ვიდრე HTTP-ზე მომუშავე საიტების. ეს პირველი მიზეზია იმისა, თუ რა უპირატესობა აქვს SSL სერტიფიკატს ვებსაიტისთვის, თუმცა ეს ყველაფერი არაა. გიზიარებთ კიდევ 4 მიზეზს, თუ რატომ გჭირდებათ SSL სერტიფიკატი:

1. იცავს მონაცემებს
როგორც უკვე გითხარით, ეს მთავარი ფუნქციაა. ფარად აღმართულ SSL ტექნოლოგიებთან ჰაკერების იარაღები უძლურია. პირად მონაცემებს, რომლებიც შეგიძლიათ SSL სერტიფიკატის მქონე ვებგვერდებს გაანდოთ, განეკუთვნება:

  • პირადი ნომერი;
  • მობილური ნომერი;
  • პლასტიკური ბარათების ნომრები;
  • ელექტრონული საფულეების რეკვიზიტები;
  • პაროლები;
  • ელექტრონული შეტყობინებები.

2. ადასტურებს თქვენს ნამდვილობას
ერთხელ, ბიჭმა ინტერნეტით გაცნობილი გოგოს სანახავად 900 კმ გაიარა. მიმზიდველი გოგოს ნაცვლად კი კონკურენტი საფეხბურთო გუნდის წევრებს შეხვდა... ინტერნეტით მოტყუებულთა ყველა ისტორია ასეთი სასაცილო არ არის და „რა შევუკვეთე, რა ჩამოვიდა“ ფრაზის სიმძაფრესაც სცდება. ინტერნეტსივრცე დღითიდღე მატყუარა ხდება. ყალბ საიტებზე ხალხს ათასობით დოლარი დაუკარგავს. SSL სერტიფიკატის მეორე ძირითადი ამოცანა ვებსაიტის ნამდვილობის დადგენაა. ეს ვებ
უსაფრთხოებისთვის პრიორიტეტია.

3 . გეხმარებათ PCI / DSS-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებაში
თუ საიტზე ონლაინ გადახდების სისტემის დანერგვას აპირებთ, PCI / DSS-ის შესახებ მთავარი ამბავი უნდა იცოდეთ - ვებგვერდი უნდა შეესაბამებოდეს საგადახდო ბარათების ინდუსტრიის (PCI) სტანდარტებს. SSL სერტიფიკატის დაყენება კი, PCI-ს მიერ დადგენილი 12 ძირითადი მოთხოვნიდან ერთ-ერთია. ამიტომ, გინდათ თუ არა ეს, SSL აუცილებელია.

4. ზრდის მომხმარებლის ნდობას
ჩვენი ნება რომ იყოს, SSL-ს (Secure Socket Layer) დავარქმევდით TTL-ს (Trust Transmitting Layer)… ამას ჩვენ არ ვწყვეტთ, მაგრამ SSL სერტიფიკატის ამ უპირატესობაზე ხაზგასმაში ხელს არ გვიშლის. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინებით, SSL სერტიფიკატის მქონე ვებგვერდების მიმართ მომხმარებლის ნდობა დიდია.

როგორ მივიღოთ SSL სერტიფიკატი

SSL სერტიფიკატის მისანიჭებლად, ვალიდაციის პროცესი უნდა გაიაროთ, რომელიც დამოუკიდებელი მესამე მხარის - სერტიფიკატების ორგანოს (CA) მიერ ხორციელდება. სერტიფიკატის ტიპის შესაბამისად, CA თქვენი და თქვენი ორგანიზაციის ვინაობას ამოწმებს. თქვენი ნამდვილობის დამტკიცების შემდეგ, ვებგვერდი ნდობის ინდიკატორს მიიღებს. შემდეგ, როცა მომხმარებლები ამას ხედავენ, იციან ვისთან აქვთ საქმე.

SSL სერტიფიკატების ტიპები
SSL სერტიფიკატის რამდენიმე ტიპი არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან მიზნებით განსხვავდება: დომენის დამტკიცება (DV), გაფართოებული ვალიდაცია
(EV), ორგანიზაციული დადასტურება (OV), Wildcard სერტიფიკატები და სხვა.

 

  • პროექტები 3
  • რჩევები 14
  • ფაქტები და ამბები 6
  • ინტერვიუები 1
  • ვებ დეველოპმენტი 8
  • სოციალური მედია 1
  • AI სიახლეები 1
  • SEO ოპტიმიზაცია 0
  • ლოგო დიზაინი 1
  • ბრენდინგი 1
  • ფოტო-ვიდეო პროდაქშენი 0
  • კურსები 0
  • სტუდენტები, ლექტორები 0
  • AI 3


  • #რჩევა
  • #სტარტაპი
  • #Smart Web
  • #ჩვენი ნამუშევარი
  • #ვებდიზაინი
  • #SSL
  • #რებრენდინგი
  • #ლოგო
  • #დომენი
  • #კორონავირუსი
  • #სმარტ საათები
  • #ვებგვერდი
  • #სტატისტიკა
  • #ვებსაიტი
  • #AMP
  • #adjarabet.com
  • #AI
  • #fail
  • #მარკეტინგი
  • #კამპანია
  • #ონლაინ მაღაზია
  • #ბიზნესი
  • #ჩატბოტი
  • #ციფრული მარკეტინგი
  • #დიზაინი
  • #ნიკოლოზ მოლოდინაშვილი
  • #ვიდეო
  • #WINDOWS
  • #ჰოსთინგი
  • #ონლაინ ბიზნესი


  • Behance
  • Dribbble
  • Facebook
  • Instagram
Smart Academy • სმარტ აკადემია

ახალი სტატიები

fantastic cms
Google Maps-ს შეუძლია Polestar 4-ის მძღოლებს აცნობოს, როდის გადავიდნენ ზოლში.
#AI
fantastic cms
ამაზონი ალექსა პლუსს თავის მუსიკის აპლიკაციაში ნერგავს.
#AI
fantastic cms
ტექნოლოგიურ კომპანიებს არ ანაღვლებთ, რომ სტუდენტები მათ AI ინსტრუმენტებს მოსატყუებლად იყენებენ.
#AI
fantastic cms
არა, ChatGPT-ს არ დაუმატებია იურიდიული და ჯანმრთელობის რჩევის გაცემაზე აკრძალვა.
#AI
  • Behance
  • Dribbble
  • Facebook
  • Instagram

Project of Smart Web