SmartBlog Logo
  • მთავარი (current)
  • ჩვენ შესახებ
  • კატეგორიები
    პროექტები 3
    რჩევები 14
    ფაქტები და ამბები 6
    ინტერვიუები 1
    ვებ დეველოპმენტი 8
    სოციალური მედია 1
    AI სიახლეები 1
    SEO ოპტიმიზაცია 0
    ლოგო დიზაინი 1
    ბრენდინგი 1
    ფოტო-ვიდეო პროდაქშენი 0
    კურსები 0
    სტუდენტები, ლექტორები 0
    AI 3
  • კონტაქტი
  1. მთავარი
  2. სტატიები
Blog

ჩატბოტები მარკეტინგში: სტრატეგია, მაგალითები და გამოყენების არეალი 2021 წლისთვის

  • #ჩატბოტი #მარკეტინგი #ციფრული მარკეტინგი

ოდესმე ჩატბოტთან გისაუბრიათ? დაუფიქრებლად ნუ მიპასუხებთ. შეიძლება, მის ფრაზაზე გულიანადაც გიცინიათ, ისე, რომ გეგონათ, ადამიანი გწერდათ.

ჩვეულებრივ, ყველაფერი იწყება ასე:

ვებგვერდზე სასურველი მომსახურების ძებნისას გამოჩნდება ფანჯარა, წარწერით - დახმარება ხომ არ გჭირდება? ან პროდუქტის გამოძახების შემდეგ იღებთ შეტყობინებას იმის შესახებ, თუ რა დროში მიიღებთ პროდუქტს.

და მაინც - რა არის ჩატბოტი?

ჩატბოტი არის კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ადამიანის საუბრის (წერილობითი ან ზეპირი) სიმულაციას აკეთებს, რაც მომხმარებელს ციფრულ მოწყობილობებთან კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობას აძლევს. და უტოვებს განცდას, რომ რეალურ ადამიანს ესაუბრებიან. ჩატბოტი შეიძლება იყოს, როგორც ელემენტარული პროგრამა, ისე ციფრული ასისტენტივით დახვეწილი, რომელსაც აქვს სწავლისა და განვითარების „უნარი“.

ჩატბოტების ისტორია XX საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. პირველი იყო Eliza, რომელიც 1966 წელს MIT-ის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიაში შეიქმნა. Eliza კონკრეტულ საკვანძო სიტყვებზე რეაგირებდა. წლების შემდეგ ჩატბოტის ფუნქციონალი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ ზოგადი არსი იგივე რჩება - ბოტი წინასწარ განსაზღვრულ სიტყვებზე რეაგირებს და მომზადებულ პასუხს სცემს. ჩატბოტი გვხვდება ვებსაიტებზე ან უშუალოდ შეტყობინებების სივრცეში (მაგალითად, მესენჯერში). კომპანიების უმეტესობა ორივე ვარიანტით სარგებლობს. ამით მარკეტინგის მენეჯერებს საქმე უმარტივდებათ, მომხმარებელი კი საჭირო ინფორმაციას დაუყოვნებლივ იღებს.

ჩატბოტის გამოყენების არეალის მრავალფეროვნების პარალელურად, განსხვავებულია მიზნებიც. მრავალგვარია მისი ტიპებიც. გაგაცნობთ, მარკეტინგში ორ ყველაზე გამოსადეგ ვერსიას: ინფორმაციული ჩატბოტები

მიზანი - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება

ეს პროგრამა ინფორმაციას უშუალოდ კომპანიის მონაცემთა ბაზიდან ან მონაცემთა გარე წყაროდან იღებს, რათა მომხმარებელთა მოთხოვნებს სწრაფად უპასუხოს.

მაგალითი: მომხმარებელი ეძებს კონკრეტულ წიგნებს და აინტერესებს, აქვს თუ არა ის კონკრეტულ მაღაზიას ან გამომცემლობას. ჩატბოტს შეუძლია კომპანიის მონაცემთა ბაზის „დათვალიერება“ და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება.

სასარგებლო ჩატბოტები

მიზანი - მომხმარებლისთვის ტექნიკური ოპერაციების გამარტივება

მომხმარებლებს სხვადასხვა აქტივობით ემსახურება. მათ შორის, თანხის გადახდით, ანგარიშების წარმოებით, შეკვეთის განთავსებით ან ადგილის დაჯავშნით. ეს ბოტები იყენებენ სხვა პროგრამულ უზრუნველყოფას, რათა მათი ქმედებები მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდეს

მაგალითი: შეკვეთის გაკეთება, ან საიტზე გადამისამართება, ან სამოგზაურო ვებგვერდზე ადგილის, თარიღის დაჯავშნა.

 

ბოტის შესაძლებლობების მიხედვით, ჩათბოტების დაყოფა ტექნოლოგიურ ტიპებად შეიძლება. მაგალითად, FLOW-BASED ჩათბოტებთან „ურთიერთობისას“ მომხმარებელს უწევს, ზუსტად მიჰყვეს ნავიგაციას და მას გაუთვალისწინებელი დავალების შესრულებას ვერ მოსთხოვს. AI ჩატბოტი კი, ნებისმიერ საკვანძო სიტყვაზე რეაგირებს. 

 

მარკეტინგი და ჩატბოტები

ახლა, როდესაც რამდენიმე სახის ჩათბოტი განვიხილეთ, გავეცნოთ თუ რატომ არის ჩატბოტი ღირებული ინვესტიცია მარკეტინგული კამპანიისთვის.

მომხმარებლის სივრცეში ინტეგრირება

WhatsApp-ზე 2 მილიარდზე მეტი მომხმარებელია, Facebook Messenger-ზე - მილიარდზე მეტი. მსგავს საკომუნიკაციო პლატფორმებზე ჩატბოტის დაყენება საშუალებას გაძლევთ თქვენს აუდიტორიას მათთვის კომფორტულ სივრცეში დაუკავშირდეთ. თუ მათ შესთავაზებთ თქვენს საიტზე გადასვლას, უმრავლესობას ეს დაეზარება. მესენჯერში შეტყობინების გახსნა კი მარტივია. 

ცნობადობის გაზრდა

კარგი  ჩათბოტი გამოიწვევს ჩართულობას და  რამდენიმეწამიანი კომუნიკაციით, მომხმარებელს თქვენს ბიზნესს ახალი კუთხით გააცნობს.

პერსონალიზაცია 

ჩატბოტების მისია, შეიძლება იყოს არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება ან ტექნიკური დახმარება, არამედ მასთან კომუნიკაციის დამყარება და დამეგობრება. ასეთი ბოტები მომხმარებელს თავს ისე აყვარებენ, ადამიანები მათთან უბრალოდ სასაუბროდაც კი შედიან. ასეთი ჩატბოტები საქართველოშიც „არიან“: „თი ბოტი“ და „კიბერ გალაკტიონი“.

  • პროექტები 3
  • რჩევები 14
  • ფაქტები და ამბები 6
  • ინტერვიუები 1
  • ვებ დეველოპმენტი 8
  • სოციალური მედია 1
  • AI სიახლეები 1
  • SEO ოპტიმიზაცია 0
  • ლოგო დიზაინი 1
  • ბრენდინგი 1
  • ფოტო-ვიდეო პროდაქშენი 0
  • კურსები 0
  • სტუდენტები, ლექტორები 0
  • AI 3


  • #SSL
  • #ვებდიზაინი
  • #რჩევა
  • #დომენი
  • #AI
  • #ვიდეო
  • #ონლაინ ბიზნესი
  • #ჩატბოტი
  • #მარკეტინგი
  • #ციფრული მარკეტინგი
  • #სტარტაპი
  • #სტატისტიკა
  • #Smart Web
  • #ჩვენი ნამუშევარი
  • #adjarabet.com
  • #ვებგვერდი
  • #ლოგო
  • #დიზაინი
  • #ნიკოლოზ მოლოდინაშვილი
  • #ჰოსთინგი
  • #fail
  • #კამპანია
  • #რებრენდინგი
  • #კორონავირუსი
  • #სმარტ საათები
  • #ვებსაიტი
  • #AMP
  • #ონლაინ მაღაზია
  • #ბიზნესი
  • #WINDOWS


  • Behance
  • Dribbble
  • Facebook
  • Instagram
Smart Academy • სმარტ აკადემია

ახალი სტატიები

fantastic cms
Google Maps-ს შეუძლია Polestar 4-ის მძღოლებს აცნობოს, როდის გადავიდნენ ზოლში.
#AI
fantastic cms
ამაზონი ალექსა პლუსს თავის მუსიკის აპლიკაციაში ნერგავს.
#AI
fantastic cms
ტექნოლოგიურ კომპანიებს არ ანაღვლებთ, რომ სტუდენტები მათ AI ინსტრუმენტებს მოსატყუებლად იყენებენ.
#AI
fantastic cms
არა, ChatGPT-ს არ დაუმატებია იურიდიული და ჯანმრთელობის რჩევის გაცემაზე აკრძალვა.
#AI
  • Behance
  • Dribbble
  • Facebook
  • Instagram

Project of Smart Web