შეცდომებს ყველა ვუშვებთ. დიდი ბრენდები მარკეტინგულ კამპანიებში მილიონობით დოლარს ხარჯავენ და ზოგჯერ, ხდება ისეც, რომ ფინანსები პიარში კი არა, ანტიპიარში ჩადეს.
აქ მსგავს 5 შემთხვევას გაგიზიარებ.
1. COLGATE
კბილის პასტა გაგახსენდათ, არა? დიახ, ეს ბრენდი კბილის პასტას აწარმოებს. რას იტყოდი, ამავე კომპანიის მიერვე შემოთავაზებულ ნახევარ-ფაბრიკატებზე? ქოლგეითმა მართლა სცადა ეს. ხალხმა კი მათგან არ მიიღო პროდუქტი, რომელიც სააბაზანოს თაროების ნაცვლად, სამზარეულოში უნდა განეთავსებინათ. მათმა ინვესტიციამ არ გაამართლა. იგივე თანხა კბილის პასტის ახალი ხაზის გამოშვებაში რომ ჩაედოთ, ალბათ, ყურადღებას უფრო მიიპყრობდნენ

გაკვეთილი: გაძლიერდი იმაში, რითაც ცნობილი ხარ. თუ ახალი მიმართულებით ვითარდები იფიქრე, მარკეტინგისა და ბრენდინგის გაცალკევებაზე.
2. SONY
მარკეტინგული კამპანიით შეგიძლია ადამიანის გრძნობებს შეეხო. გაუჩინო სენტიმენტები შენი ბრენდის მიმართ ან პირიქით… შეიძლება, ყველაფერი უკუღმა დატრიალდეს.
2006 წელს „სონიმ“ ერთი შეხედვით უწყინარი, გიგანტური ბილბორდით აღნიშნა თეთრი PSP-ის გამოგონება.
ბილბორდის შინაარსი ასეთია: თეთრკანიანი ქალი დომინირებს შავკანიან ქალზე, რითაც სიმბოლურად თეთრი PSP მოდელის უპირატესობაა გამოხატული.
მიუხედავად იმისა, რომ სონის ჩანაფიქრში რასიზმი არ ყოფილა, საზოგადოების ნაწილში ამ ბილბორდმა აგრესია გამოიწვია.
ალბათ, ყველაზე უარესი იყო ის, თუ როგორ გაუმკლავდა სონი ყველა იმ ნეგატიურ კომენტარსა და ანტიპიარს, რაც მის წინააღმდეგ აგორდა. იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოეხადათ, ისინი იცავდნენ რეკლამასა და ფოტომასალას.
უცნაურია ამბის გაგრძელებაც - კამპანია 2017 წელს, ერთი ვირუსული „ტვიტით“ კვლავ განახლდა. მომხმარებელთა ნაწილი, ვინც ის პირველად ნახა, რეკლამით მოხიბლული დარჩა.

გაკვეთილი: მარკეტინგული კამპანიის განხორციელებამდე უნდა განსაზღვრო ყველა ის ინტერპრეტაცია, რაც მომხმარებელს მისი ნახვისას შეიძლება გაუჩნდეს. იმ შემთხვევაში, როცა გაგაკრიტიკებენ, მოეკიდეთ გაგებით და ნუ მოგერიდება შეცდომის აღიარების.
3. STARBUCKS
ზაფხული. ბუნება. სტარბაქსის ორი ჭიქა ცივი სასმლით, გარშემორტყმული მწერებით. ერთი შეხედვით სტარბაქსის ამ სარეკლამო პოსტერმა, რომელიც 2002 წლის აპრილში გამოჩნდა, ნეგატიური ასოციაციები არ უნდა გაგვიჩინოს, თუმცა წარწერამ მთელი კამპანია გააფუჭა. ის ჟღერდა ასე: ჩამოიშალა სიგრილეში. ამან საზოგადოებას 2001 წლის 11 სექტემბრის ასოციაციას გაუჩინა, როცა თვითმფრინავი მსოფლიო სავაჭრო ცენტრს დაეჯახა და კოშკი ჩამოინგრა.

გაკვეთილი: შენი კამპანია შესაძლოა, ვინმემ იმაზე სიღრმისეულად და მგრძნობიარედ აღიქვას, ვიდრე თავად. ყურადღებით იყავი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიმართ და განსაზღვრე, ხომ არ არსებობს რაიმე საფუძველი იმისა, რომ შენი ნამუშევარი კონკრეტულ ფაქტთან თუ შემთხვევასთან დააკავშირონ.
4. NIKE
ნაიკის ამ სარეკლამო პოსტერზე გამოსახულია ოლიმპიური ჩემპიონი ოსკარ პისტორიუსი. წარწერა კი ჟღერს ასე: მე ვარ ტყვია საკანში. მოგვიანებით, პისტორიუსი მკვლელობისთვის დააპატიმრეს.
ცნობილი ადამიანები კომპანიების რეკლამებში ხშირად ჩნდებიან. შემდეგ საზოგადოებისთვის ეს ადამიანები ამ კომპანიებთან ასოცირდებიან. მათი შეცდომები კი ამ ბიზნესზეც აისახება.
ნაიკს ამის თავიდან აცილება არ შეეძლო. ერთადერთი, რაც უნდა გაკეთებინა იყო ის, რომ პისტორიუსი სპონსორობიდან მოეხსნა და გაეკეთებინა განცხადება.

გაკვეთილი:
სანამ ცნობილ სახეს სარეკლამო რგოლში ჩართავთ, გაიცანით ის, მოიძიეთ ინფორმაცია მის შესახებ. გახსოვდეთ, რომ ეს ადამიანი თქვენი კომპანიის სახე გახდება.
5. GAP
ტანსაცმლის ამ ბრენდმა ლოგო რამდენჯერმე შეცვალა. ბოლო ცვლილების შესახებ მომხმარებლის დამოკიდებულება კომპანია NeuroFocus-ის ნეირომეცნიერებმა შეისწავლეს. როგორც წესი, ჩვენი ტვინი ვიზუალურ ცვლილებებზე მაშინვე რეაგირებს, თუმცა GAP-ის ვიზიტორებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ლოგო მათი ტვინისთვის ახალი სულაც არ იყო.
ტანსაცმლის ბიზნესისთვის კი სტილის ნაკლებობა არცთუ ისე კარგის ნიშანი უნდა იყოს.

გაკვეთილი: კოკა-კოლამ ისწავლა - სანამ რაღაც არ გაფუჭდება, მისი შეცვლა საჭირო არაა. იმავეს ურჩევდა ალბათ, GAP-საც.
ამასთან, როცა საქმე ლოგოს ან ზოგადად - მარკეტინგულ კამპანიაში გამოყენებულ გრაფიკულ დიზაინს ეხება, თითოეული ფერი, ტექსტი თუ ტექსტის ზომა გავლენას ახდენს თქვენს მომხმარებელზე. ასე რომ ვიზუალის არჩევისას მხოლოდ ვიზუალზე კი არა, მის შინაარსზეც უნდა იფიქრო.
დასკვნა:
მორალი, რაც 5-ვე მაგალითს აერთიანებს, არის ის, რომ კამპანიის განხორციელებამდე ბევრი უნდა ვიფიქროთ და ვიფიქროთ ბევრნაირად. შევხედოთ ისე, როგორც ამას ჩვენი მომხმარებელი დაინახავდა. ამისთვის კი მას კარგად უნდა ვიცნობდეთ. და როგორ გავიცნო?
დაიწყე ციფრული სტრატეგიის შექმნით. დღეს, სოციალური მედია მსოფლიოში ყველაზე კრიტიკული მარკეტინგული პლატფორმაა. ამასთან, ციფრული კამპანიის წარმატება ან წარუმატებლობა შეიძლება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანად შეგიძლია სოციალური მედიის გამოყენება.
სოციალური მედია არა მხოლოდ აუცილებელი მარკეტინგული პლატფორმაა, არამედ ის ციფრული მარკეტინგის მრავალი სხვა მიმართულების მხარდაჭერით სარგებლობს და ქმნის ძლიერ სინერგიას.