SmartBlog Logo
  • მთავარი (current)
  • ჩვენ შესახებ
  • კატეგორიები
    პროექტები 3
    რჩევები 14
    ფაქტები და ამბები 6
    ინტერვიუები 1
    ვებ დეველოპმენტი 8
    სოციალური მედია 1
    AI სიახლეები 1
    SEO ოპტიმიზაცია 0
    ლოგო დიზაინი 1
    ბრენდინგი 1
    ფოტო-ვიდეო პროდაქშენი 0
    კურსები 0
    სტუდენტები, ლექტორები 0
    AI 3
  • კონტაქტი
  1. მთავარი
  2. სტატიები
Blog

როგორ დავიწყოთ ბიზნესი ონლაინ ? - 8 ნაბიჯი

  • #ონლაინ ბიზნესი

ამბობენ, ონლაინ სამყაროს ერთი წელი, რეალური სამყაროს 5 წელიწადს უდრისო, თუმცა ინტერნეტსივრცეში ბიზნესის წამოწყების და განვითარების გზები არ იცვლება. თუ ამ გზას ახლა იკვალავთ, მიჰყევით ENTERPRENEUR.COM-ის მიერ შემოთავაზებულ ნაბიჯებს, რომელთა დაცვაც წარმატებული ონლაინ ბიზნესის წამოწყების გარანტია. 

1. აღმოაჩინე, რა აკლია ბაზარს და შეავსე

2. დაწერე ქოფი, რომელიც პროდუქტს გაყიდის.

3. შექმენი ადვილად გამოსაყენებელი ვებსაიტი.

4. გამოიყენე საძიებო სისტემები საიტზე ტრეფიკის გასაზრდელად.

5. შეიქმენი ექსპერტის რეპუტაცია.

6. აწარმოე იმეილ მარკეტინგი

7. აქციე მყიდველი მომხმარებლად

8. იზრუნე რეპუტაციაზე

 

განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე

 

1.აღმოაჩინე, რა აკლია ბაზარს და შეავსე

ადამიანები, რომლებიც ბიზნესის კეთებით არიან დაინტერესებულნი, იწყებენ პროდუქტის ძებნით და შემდეგ ეძებენ ბაზარს. ეს შეცდომაა. წარმატების შანსების გასაზრდელად, დაიწყე ბაზრის კვლევით. იპოვე ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ეძებენ კონკრეტული პრობლემის მოგვარების გზას, მაგრამ ვერ იღებენ სასურველ შედეგს. ინტერნეტი ამ სახის ბაზრის კვლევას აადვილებს: ეწვიე ონლაინ ფორუმებს, ფეისბუქ ჯგუფებს და ნახე, რა კითხვებს სვამენ ადამიანები და რა პრობლემების გადაჭრას ცდილობენ.

ჩაატარე კვლევა საკვანძო სიტყვებით, რათა იპოვო ის, რასაც ბევრი ეძებს, მაგრამ ბაზარზე ნაკლებკონკურენტულია. 

შეამოწმე პოტენციური კონკურენტები -  ნახე მათი საიტები და გააანალიზე, რას აკეთებენ ისინი მოთხოვნის შესავსებად. შემდეგ, შეგიძლია გამოიყენოთ ის, რაც ისწავლე და შექმნა პროდუქტი უკვე არსებული ბაზრისთვის. მთავარია ეს კონკურენტებზე  უკეთ გააკეთო.

 

2. დაწერე ტექსტი, რომელიც პროდუქტს გაყიდის 

არსებობს სარეკლამო ტექსტის (ქოფის) წერის ფორმულა, რომელიც მკითხველს პროდუქტის შეძენისკენ უბიძგებს:

  • გამოიწვიე ინტერესი სათაურით.
  • აღწერე პრობლემა, რომელსაც შენი პროდუქტი აგვარებს.
  • დაამყარე ნდობა, როგორც დარწმუნებულმა იმაში, რომ პროდუქტი პრობლემის მოგვარების ეფექტიანი გზაა. 
  • გამოიყენე იმ ადამიანების რეკომენდაციები, რომლებმაც პროდუქტი უკვე გამოსცადეს.
  • ისაუბრე იმაზე, თუ რა სარგებელს მოუტანს ის მომხმარებელს
  • შესთავაზე პროდუქტი
  • მიეცი გარანტია.
  • შექმენი გადაუდებლობის განცდა (მაგალითად, აღნიშნული პროდუქტი დარჩენილია მხოლოდ 1 ცალი ან გაყიდვაშია კონკრეტულ თარიღამდე)
  • ინსტრუქცია პროდუქტის ყიდვის შესახებ (შესაკვეთად მოგვწერეთ, დაგვირეკეთ და ა.შ. ) 

ტექსტში ყურადღება უნდა გაამახვილო იმაზე, თუ როგორ გადაჭრის პროდუქტი მომხმარებლის პრობლემას ან გააუმჯობესებს მათ ცხოვრებას. იფიქრე, როგორც მომხმარებელმა. 

3.შექმენი ვებგვერდი.

მას შემდეგ, რაც ბაზარი უკვე ნაპოვნია და პროდუქტის გაყიდვაც დაიწყე, ვებგვერდის შექმნის დროა. გახსოვდეს, რომ  საიტის დიზაინი მხოლოდ ვიზუალი არაა.  ის ყურადღებით უნდა აარჩიო და შეეცადო მომხმარებლისთვის იყოს მარტივად საორიენტაციო. შენ გაქვს 5 წამზე ნაკლები დრო იმისთვის, რომ საიტის სტუმრის ყურადღება მიიპყრო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იმედგაცრუებული გავა ვებგვერდიდან და უკან აღარასდროს დაბრუნდება

ამისთვის, რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა უნდა გაითვალისწინო: 

  • გამოიყენე ერთი ან ორი მარტივი შრიფტი. ფონი - თეთრი 
  • გახადე ნავიგაცია მკაფიო და მარტივი 
  • შეტყობინებების ეფექტურად გადმოსაცემად გამოიყენე გრაფიკა, აუდიო ან ვიდეო 
  • გამოიყენე შეთავაზებების სისტემა, რათა შეაგროვო ელექტრონული ფოსტის მისამართები.
  • გაამარტივე შესყიდვა - მომხმარებელს, თანხის გადახდამდე ორ დაწკაპუნებაზე მეტი არ უნდა დასჭირდეს. 
  • ვებგვერდი არის ონლაინ მაღაზიის ვიტრინა, ასე რომ გახადე ის შთამბეჭდავი.

ნაბიჯი 4: გამოიყენე საძიებო სისტემები მიზნობრივი აუდიტორიის საიტზე გადასაყვანად.

საკვანძო სიტყვები, სურათები, ფასები, გაყიდვების მიდგომები - ამ და სხვა რესურსების მიზნობრივად გამოყენება თქვენი საიტის ტრეფიკს შესამჩნევად გაზრდის. SEO ოპტიმიზაცია ორგანული ტრეფიკის გაზრდის საუკეთესო და იაფი გზაა.

 

ნაბიჯი 5: შეიქმენი ექსპერტის რეპუტაცია ბაზარზე

ხალხი ინტერნეტს ინფორმაციის მოსაძიებლად იყენებს. მოამზადე საინტერესო კონტენტი შენი ინდუსტრიის შესაბამისად - ვიდეოები, ბლოგები, ინფოგრაფიკა და ა.შ. მიაწოდე ეს ინფორმაცია სხვა საიტებს უფასოდ და გაავრცელე სოციალურ ქსელებში. ამით მიიღებ მეტ ტრეფიკს და საძიებო სისტემების უკეთეს რეიტინგს. საიდუმლო ისაა, რომ თითოეულ ასეთ მასალაში ჩალინკო შესაბამისი პროდუქცია ან სერვისი.

ვებგვერდზე დაამატე ბმული „გაუზიარე მეგობარს“. 

იაქტიურე ინდუსტრიის ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში. ყველგან, სადაც შენი სამიზნე აუდიტორიაა.

ამ გზით ახალ მკითხველს და ახალ მომხმარებელს იპოვი. მთავარი კი ისაა, რომ ყველა საიტი, რომელიც შენს კონტენტს აქვეყნებს, შენს საიტზევე ბრუნდება. 

 

ნაბიჯი 6: გამოიყენე იმეილ მარკეტინგის ძალა, რათა მნახველები მყიდველებად აქციო

პროდუქციის სია ონლაინ ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი აქტივია. შენმა კლიენტებმა, თავიანთი იმეილის მოცემით, მოგცეს უფლება გაუზიაროთ ინფორმაცია. ეს ნიშნავს შემდეგს:

  • აძლევთ მათ იმას, რაც გთხოვეს.
  • შეტყობინება არის 100%-ით განსაზღვრადი.
  • ელექტრონული ფოსტის მარკეტინგი უფრო იაფი და ეფექტიანია ( ვიდრე ბეჭდური, ტელევიზია ან რადიო), რადგან ის ბევრად უფრო მიზნობრივია.
  • ვინც სტუმრობს შენს საიტს და ათვალიერებს პროდუქციას, ის დაინტერესებულია შენით. მათთან ურთიერთობის გასაღრმავებლად იმეილით კომუნიკაციაზე უკეთესი საშუალება არ არსებობს. 

ნაბიჯი 7: აქციე კლიენტი მომხმარებლად

ციფრული მარკეტინგის ერთ -ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგია არის თითოეული მომხმარებლის დაახლოება. იმ ადამიანების სულ მცირე 36 პროცენტი, ვინც თქვენგან ერთხელ იყიდა, კვლავ ყიდულობს თქვენგან, თუკი მათთან კავშირს გააგრძელებთ. პირველი გაყიდვა ყველაზე რთული ნაწილია - რომ აღარაფერი ვთქვათ ყველაზე ძვირადღირებულზე. ამიტომ გამოიყენეთ უკუგაყიდვების მეთოდები: 

  • შესთავაზე პროდუქცია, რომელიც ავსებს მის თავდაპირველ შესყიდვას.
  • გაუგზავნე ელექტრონული „ერთგულების კუპონები“, რომლის გამოყენებასაც საიტზე შეძლებს. 
  • გადაუხადე მადლობა ერთგულებისთვის და ისინი კიდევ უფრო ერთგულები გახდებიან.

 

ნაბიჯი 8: იზრუნე ბრენდის ონლაინ რეპუტაციაზე 

ონლაინ ბიზნესის წარმატება მთლიანად დამოკიდებულია მის რეპუტაციაზე. მცირე შეცდომასაც კი შენი ბრენდის ჩამოშლა შეუძლია. მთავარია კონტროლი. დააყენე Google Alerts შეტყობინება ვებგვერდზე. ამ გზით შეძლებ შეამოწმო ვინ და როგორ ახსენებს შენს კომპანიას.

ისწავლე მომხმარებლის შენიშვნებთან, საჩივრებთან გამკლავება. მაშინაც კი თუ კლიენტი ცდება, შეეცადე უპასუხო ისე, რომ შენზე ცუდი რეკომენდაციის დაწერისკენ არ უბიძგო. 






 







  • პროექტები 3
  • რჩევები 14
  • ფაქტები და ამბები 6
  • ინტერვიუები 1
  • ვებ დეველოპმენტი 8
  • სოციალური მედია 1
  • AI სიახლეები 1
  • SEO ოპტიმიზაცია 0
  • ლოგო დიზაინი 1
  • ბრენდინგი 1
  • ფოტო-ვიდეო პროდაქშენი 0
  • კურსები 0
  • სტუდენტები, ლექტორები 0
  • AI 3


  • #რებრენდინგი
  • #ლოგო
  • #ჩვენი ნამუშევარი
  • #Smart Web
  • #ჩატბოტი
  • #მარკეტინგი
  • #ციფრული მარკეტინგი
  • #ჰოსთინგი
  • #adjarabet.com
  • #AI
  • #ვიდეო
  • #ონლაინ მაღაზია
  • #ვებგვერდი
  • #ბიზნესი
  • #ონლაინ ბიზნესი
  • #დომენი
  • #ვებსაიტი
  • #რჩევა
  • #AMP
  • #დიზაინი
  • #ნიკოლოზ მოლოდინაშვილი
  • #fail
  • #კამპანია
  • #SSL
  • #კორონავირუსი
  • #სმარტ საათები
  • #WINDOWS
  • #ვებდიზაინი
  • #სტატისტიკა
  • #სტარტაპი


  • Behance
  • Dribbble
  • Facebook
  • Instagram
Smart Academy • სმარტ აკადემია

ახალი სტატიები

fantastic cms
Google Maps-ს შეუძლია Polestar 4-ის მძღოლებს აცნობოს, როდის გადავიდნენ ზოლში.
#AI
fantastic cms
ამაზონი ალექსა პლუსს თავის მუსიკის აპლიკაციაში ნერგავს.
#AI
fantastic cms
ტექნოლოგიურ კომპანიებს არ ანაღვლებთ, რომ სტუდენტები მათ AI ინსტრუმენტებს მოსატყუებლად იყენებენ.
#AI
fantastic cms
არა, ChatGPT-ს არ დაუმატებია იურიდიული და ჯანმრთელობის რჩევის გაცემაზე აკრძალვა.
#AI
  • Behance
  • Dribbble
  • Facebook
  • Instagram

Project of Smart Web