ციფრული მარკეტინგი დინამიკურად იცვლება და ჩვენგანაც იმავეს მოითხოვს. ამ სტატიაში გაგიზიარებ 2021 წლის სტატიკასა და ფაქტებს, რაც ციფრული სტრატეგიის შემუშავებაში დაგეხმარება:

1.ონლაინ ურთიერთობების 93% საძიებო სისტემებით იწყება
ეს ნიშნავს იმას, რომ Google-ში წინა პოზიციაზე ყოფნა წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღებია. ეს კი, თავის მხრივ SEO-სთვის მეტი ყურადღების დათმობისა და მისი გამართვისკენ გვიბიძგებს.
2. ციფრული მარკეტინგის მენეჯერების 72$ აცხადებს, რომ მაღალი ხარისხის კონტენტი SEO-ს გამართვის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა
რაც უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველია კონტენტი, მით მეტი ადამიანი ეცნობა მას. ამით კი პოტენციურ მომხმარებლებში კომპანიის მიმართ ნდობა მყარდება.
3. Internet Live Stats-ის მიხედვით, ყოველ წამს Google-ში 77,000-ზე მეტ ინფორმაციას ეძებენ
ეს ნიშნავს, რომ წელიწადში 2 ტრილიონი რაღაც „იგუგლება“. ეს, აგრეთვე, მეტყველებს იმაზე, რომ Google არის ერთ -ერთი საუკეთესო და მომგებიანი საძიებო სისტემა.
4. პერსონალიზებული მეილებით 6-ჯერ უფრო ეფექტიანად დებენ გარიგებას, ვიდრე არაპერსონალიზებული შეტყობინებებით
ბევრს მცდარი წარმოდგენა აქვს იმის შესახებ, რომ მომხმარებელს ელ.ფოსტის საშუალებით კომუნიკაცია არ მოსწონს არ მოსწონს. ამან ჩამოაყალიბა შეხედულება, თითქოსდა იმეილ მარკეტინგი არაეფექტიანია. ბოლო სტატისტიკამ სხვაგვარად დაამტკიცა _ Statista-ზე გამოქვეყნებული კვლევა ცხადყოფს, რომ მხოლოდ 2018 წელს, ყოველდღიურად მიღებული და გაგზავნილი იმეილების საერთო რაოდენობა 281 მილიარდია და რომ ეს მაჩვენებელი შესაძლოა, 2022 წლისთვის 347 მილიარდამდე გაიზარდოს. ეს ადასტურებს, რომ იმეილ მარკეტინგი კვლავ აქტუალურია.
და მთავარი - კვლევის თანახმად, მეილში ადრესატის სახელის მითითებით, ამყარებ მასთან ნდობას და უჩენ განცდას, რომ ეს შეტყობინება სპეციალურად მისთვისაა მომზადებული. ეს კი გაყიდვებს 6-ჯერ ზრდის.
5. ონლაინ შესყიდვების ნახევარზე მეტი მობილურით ხორციელდება
დროა, თქვენი ვებგვერდი მთლიანად იყოს ოპტიმიზირებული მობილურით დათვალიერებასა და ტრანზაქციებზე.
6. მომხმარებელთა 88% აღარ სტუმრობს ვებგვერდს, თუ ერთხელ ცუდი გამოცდილება მიიღო
არაფერია უფრო დამაბნეველი, ვიდრე საიტის ცუდი ნავიგაცია. კარგი დიზაინის ვებგვერდი ნიშნავს არა მხოლოდ კარგ ვიზუალს, არამედ დიზაინში მომხმარებლის გამოცდილების გამოყენებას. ეს UX/UI დიზაინია, რომლის როლი დღითიდღე იზრდება. კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებელთა 88%, რომელსაც საიტი არ მოეწონა, მეორედ იმავე საიტზე აღარ შედის. აგრეთვე, 61%-მა განაცხადა, რომ თუკი ვებგვერდზე სასურველ ინფორმაციას მალევე ვერ იპოვიან, დაუყოვნებლივ ტოვებენ მას. მაშასადამე _ ვებგვერდი უნდა იყოს მობილურზე და მომხმარებლის გამოცდილებაზე მორგებული, მარტივად სანავიგაციო და სწრაფი.
7. გაყიდვების მენეჯერების 98% გეგმას სოციალური ქსელების გამოყენებით ასრულებს
გლობალური მსოფლიო ინდექსის მიერ გაკეთებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ინდივიდები სოციალურ მედიაში, საშუალოდ, დღეში 2 საათსა და 22 წუთს ატარებენ. ეს ბიზნესს თავიანთი პროდუქციის პოპულარობისა და გაყიდვებისთვის კიდევ ერთ რესურსს აძლევს. გაყიდვების წარმომადგენელთა თითქმის 98% -ს, რომლებსაც სოციალურ ქსელებში 5000 -ზე მეტი გამომწერი/მეგობარი ჰყავთ, თავიანთ კვოტას ადვილად აღწევენ და მეტიც _ აჭარბებენ კიდეც მას. სოციალური მედიის მარკეტინგის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის, ის რომ ეკონომიურია. გარდა ამისა, შენ გექნება წვდომა აუდიტორიაზე, რომელიც შეიძლება შენს მთავარ გულშემატკივრად იქცეს.